„საქართველოს ყველა სკოლის პედაგოგი გადამზადდება ამ ცხელ ზაფხულში“ - დეტალები
03-06-2022
განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით, სკოლებში პირველკლასელებისთვის ჭადრაკის სწავლება სავალდებულო ხდება. აღნიშნულმა სიახლემ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გააჩინა - ზოგს მოსწონს ინიციატივა, ზოგს - ნაკლებად, თუმცა აქ საინტერესო უფრო ისაა, ვინ უნდა ასწავლოს ბავშვებს ჭადრაკი, რომელიც მათემატიკის საგნობრივ ჯგუფში შეიყვანეს?

როგორც ირკვევა, ჭადრაკის ეროვნული ფედერაციის ჩართულობით სკოლების პედაგოგებმა გადამზადება უნდა გაიარონ, რათა 2023 -2024 სასწავლო წლისთვის, აბსოლუტურად მომზადებულები იყვნენ და მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს.

გია გიორგაძემ, საქართველოს ჭადრაკის ეროვნულმა პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლების ტრენინგების ორგანიზებისა და სასწავლო რესურსების მომზადების კუთხით:

„დაწყებულია მუშაობა პედაგოგთა გადამზადების კუთხით, საქართველოს ყველა სკოლის პედაგოგი იქნება გადამზადებული ამ ცხელ ზაფხულში და მე დარწმუნებული ვარ, როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები მზად შეხვდებიან ამ პროცესს“.

ნანა იოსელიანმა, მსოფლიოს საჭადრაკო ოლიმპიადების 6 გზის გამარჯვებულმა კი დასძინა, რომ ბევრი პედაგოგის გადამზადება მოუწევთ:

„ძალიან დიდი გამოწვევაა, მოგვიწევს დიდი რაოდენობით მასწავლებლების გადამზადება“.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203