მასწავლებლებისთვის საგამოცდო დროის გაზრდა არ განიხილება!
22-05-2022

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მასწავლებელთა პროფესიული უნარების საგამოცდო ბარიერი,  მაქსიმალური ქულები და ისიც, რომ წამყვანობისა თუ მენტორობის მსურველებმა ტესტის გავლა 4 საათში უნდა მოასწრონ, პედაგოგებმა მაშინვე გააპროტესტეს: იმის გათვალისწინებით, რომ მასალა მოცულობითია, დრო ძალიან ცოტაა, ამიტომ აჯობებს მოვითხოვოთ საგამოცდო დროის 5 საათამდე გაზრდაო.

რამდენად აქვთ შანსი მასწავლებლებს, მიზანს მიაღწიონ? - აღნიშნული კითხვით Etaloni.ge-მნაეკს“ მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ საეჭვოა, ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

20 მაისს კი, ღია კარის დღეზე, რომელიც გამოცდებისა და შეფასების ცენტრმა პედაგოგებისთვის ჩაატარა, ხაზგასმით ითქვა - საგამოცდო დროის გაზრდა არ განიხილება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203