წარჩინებული მოსწავლეები კომპიუტერებს სექტემბერში მიიღებენ  - სამინისტროს განმარტება
30-05-2022

წარჩინებული მოსწავლეებისთვის კომპიუტერების გადაცემის საკითხი კვლავ აქტუალური რჩება. მკითხველის ინტერესიდან გამომდინარე Etaloni.ge-მ კითხვით განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა - როდის მიიღებენ მოსწავლეები კუთვნილ კომპიუტერებს?!

როგორც უწყებაში განაცხადეს, ტენდერი დასრულებულია და მასში გამარჯვებულმა კომპანიამ სამინისტროს კომპიუტერები 15 აგვისტოს ჩათვლით უნდა გადასცეს, რის შემდეგაც უწყება მოსწავლეებს კომპიუტერებს 2022-2023 სასწავლო წლის დასაწყისში, სექტემბერში დაურიგებს. 

ტენდერის მიხედვით, 2019-2020 სასწავლო წლის წარმატებული მოსწავლეების რაოდენობა 4461-ია. რაც შეეხება 2020-2021 სასწავლო წლის წარჩინებულ მოსწავლეებს, მათი რაოდენობა სტატისტიკიდან გამომდინარე სავარაუდოდ 4 385 ბენეფიციარი იქნება.

პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური (VII, VIII და IX კლასები) წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203