„ნუ ატყუებთ მასწავლებელს და ნუ უკარგავთ ფოკუსს, ნუ აცდენთ ამდენი უაზრობებით“
21-05-2022
საგამოცდო პერიოდის მოახლოებასთან ერთად სულ უფრო მეტი ორგანიზაცია თუ კერძო პირი სთავაზობს მომზადებას მასწავლებელთა გამოცდებზე გამსვლელებს. ბევრი მათგან მართლაც კვალიფიციაურია, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც არც თუ ისე კეთილსინდისიერად იბრალებენ ტრენერობას. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში მიმართვა ვრცელდება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

ცოტა ხისტი ვიქნები, მაგრამ უნდა ვთქვა:
- პირი თუ განათლების ფსიქოლოგიას/ მსგავს ნაშრომებს აკოპირებს, სლაიდებზე დებს, ხუთი საათის განმავლობაში უკითხავთ მასწავლებლებს და ამას გამოცდისთვის მოსამზადებელ ტრენინგს უწოდებს, ტრენინგი კი არა, თაღლითობაა.

- პირი, რომელსაც კვლევა არ განუხორციელებია და არ შეუფასებია და კვლევის ტრენინგს ატარებს, ისიც თაღლითია.

ნუ ატყუებთ მასწავლებელს და ნუ უკარგავთ ფოკუსს! ისედაც დაბნეულები არიან! ააწყეთ ტრენინგ-მოდული საგამოცდო პროგრამის და არა ლიტერეტურის მიხედვით!

დაეხმარეთ მასწავლებლებს პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული კომპეტენციების განვითარებაში! მიეცით პრაქტიკული რჩევები, ავარჯიშეთ ისეთ საკითხებში, როგორიცაა პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენა, რეაგირება, რეკომენდაციების შემუშავება. ასწავლეთ ის, რაც საჭიროა გამოცდისთვის და ნუ აცდენთ ამდენი უაზრობებით. და თუ არ გყოფნით კომპეტენცია და ძალისხმევა, შეეშვით, არ ყოფილა ეს თქვენი საქმე! თქვენი საქმე მოძებნეთ!
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203