მასწავლებლები, რომლებიც კლასს ექსკურსიაზე წაიყვანენ, ვალდებულნი არიან, სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები გაითვალისწინონ და ყველა სავალდებულო წარსადგენი დოკუმენტი დირექციას დროულად მიაწოდონ.
სკოლებმა ექსკურსიებთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიღეს, სადაც აღნიშნულია, რომ ექსკურსიის ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მგზავრობის პროცესში და ექსკურსიის ლოკაციაზე მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც მან უნდა გამოითხოვოს და სკოლის დირექტორს ექსკურსიამდე არანაკლებ 10 დღით ადრე წარუდგინოს:
პედაგოგმა დირექტორს ასევე უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექსკურსიის მიზნების, დაგეგმილი აქტივობების, მონაწილე პირების (მათ შორის, მცირეწლოვნების), პასუხისმგებელი პირების, ექსკურსიის თარიღისა და ლოკაციის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე მშობლის გარეშე აპირებს ექსკურსიაზე წასვლას, ექსკურსიის ორგანიზატორს უნდა ჰქონდეს მოსწავლის მშობლის წერილობითი თანხმობა.
სკოლის დირექტორი განიხილავს წარდგენილ ინფორმაციას, ასევე დოკუმენტებს და პერსონალურად გადაწყვეტს, შედგება თუ არა ექსკურსია. თუ პედაგოგი სავალდებულო დოკუმენტებს ვერ წარადგენს, დირექტორს უფლება აქვს, კლასი ექსკურსიაზე არ გაუშვას.
აქვე გიზიარებთ ექსკურსიის განაცხადის ფორმასა და მშობლის თანხმობის ნიმუშს, რომლითაც პედაგოგები ხელმძღვანელობენ.
ექსკურსიის განაცხადის ნიმუში
მშობლის თანხმობის ნიმუში