პირველკლასელს 4 ივლისიდანაც დაარეგისტრირებთ - დეტალები
23-05-2022
24 მაისს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ პროცედურის გავლა ვერ შეძელით, 4 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით სკოლებში რეგისტრაციის IV ეტაპი დაიწყება, - ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. 

ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეების რეგისტრაცია, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან რეგისტრაციის შეცვლა სურთ.

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკანასკნელი ცვლილების მიხედვით, პირველ კლასში ის ბავშვებიც დარეგისტრირდებიან, ვისაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდება.

იხილეთ ასევე:

პირველკლასელთა რეგისტრაცია დილის 9 საათზე დაიწყება - დეტალები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203