„მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესში“ ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, სკოლაში მუშაობის დასაწყებად, პედაგოგმა მინიმუმ სამწევრიანი კომისიის წინაშე უნდა გაიაროს გასაუბრება, ხოლო საჯარო სკოლის შემთხვევაში კომისიაში მინიმუმ 5 წევრი უნდა იყოს.რაც შეეხება კომისიის წევრებს, ახალი ბრძანებით, ისინი უნდა იყვნენ შემდეგი უწყებების წარმომადგენლები:
„კომისიის წევრად უნდა განისაზღვროს დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი, ხოლო საჯარო სკოლის კომისიის წევრად აგრეთვე უნდა განისაზღვროს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) დარგობრივი დეპარტამენტის წარმომადგენელი, სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენელი, სსიპ – მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი და მასწავლებელთა პროფესიული კავშირის წარმომადგენელი“, - აღნიშნულია ბრძანებაში.