ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვებში ეროვნული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. აქ აღსაზრდელებს ქართულ კულტურას, კულტურულ ღირებულებებსა და ფასეულობებს პატარაობიდანვე ასწავლიან.
რა თქმა უნდა, აღმზრდელ-პედაგოგთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ეროვნული სამოსის დღე. ხობის N2 საბავშვო ბაგა-ბაღის ასაკობრივი ჯგუფი დღესასწაულის აღნიშვნას საინტერესო აქტივობებით შეუერთდა.
მათ შორის, პატარებმა ეროვნული სამოსი მოირგეს. აღმზრდელ-მასწავლებელი ქეთინო აბშილავა კი მათ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხისთვის დამახასიათებელ ტანისამოსზე ესაუბრა.
„ეროვნული ტანისამოსი ეს ყველაზე ძვირფასია, ვაჟკაცობის სიმბოლო, დასტური ჩვენი საამაყო მემკვიდრეობისა, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ გვისახსოვრა“,- აღნიშნა ქეთინო აბშილავამ, რომელმაც კიდევ ერთხელ გაუღვივა აღსაზრდელებს სამშობლოს სიყვარული და ქართული კულტურის პატივისცემა.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა: