თიანეთის N2 საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები კონკურსში „ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო პრემია 2018“ მონაწილეობდნენ, რომლის დევიზია „აღმოაჩინე საქართველო“.
„ჩვენი სკოლა „მწვანე თიანეთის“ სახელით ასპარეზობდა. გუნდმა ხანმოკლე პერიოდში სპეციალურ საიტზე ატვირთა მრავალი სტატია, განახორციელა სხვადასხვა აქტივობა, შეხვდა სხვადასხვა უწყების ხელმძღვანელებს“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.
კონკურსში სულ 700 სკოლა მონაწილეობდა.
ნახევარფინალში გადავიდა 18 სკოლის გუნდი, მათ შორის, დაბა თიანეთის N2 საჯარო სკოლაც.
ნახევარფინალი თბილისში გაიმართა. „მწვანე თიანეთმა“ ნახევარფინალის პირველი ეტაპი წარმატებით გადალახა და კონკურსს მეორე ეტაპიდან გამოეთიშა.
სკოლის წარმომადგენელის ცნობით, გუნდის ყველა წევრი კონკურსის ორგანიზატორებმა სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. ამან მოსწავლეებში მოტივაცია აამაღლა და ისინი კონკურსის გამოცხადების ახალ ეტაპს მოუთმენლად ელიან.
იხილეთ ფოტოები