ნინოწმინდელმა მოსწავლეებმა 21-ე საუკუნის პრობლემებზე ისაუბრეს
19-03-2018
პროგრამაში - „ასწავლე საქართველოსთვის“ ჩართული მასწავლებელბის მონაწილეობით გაიმართა კონფერენცია თემაზე - „XXI საუკუნის პრობლემები“. კონფერენციაში ჩაერთვნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ქართული სკოლები: ორლოვკის საჯარო სკოლა - ნანა ბაღიშვილი და ლალი სოხაძე, ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლა - ელენე ფხიკიძე, გორელოვკის N3 საჯარო სკოლა - ნანა შუბითიძე და თამილა ირემაშვილი, სპასოვკის N1 საჯარო სკოლა - ავთანდილ ნაკაიძე, თამილა ირემაშვილი და ნანა ბაღიშვილი.
კონფერენციაში მონაწილე მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემებზე - გლობალური პრობლემები, თანამედროვე ტექნოლოგიების დადებითი და უარყოფითი მხარეები, თანამედროვე ბიოტექნოლოგიები, გენმოდიფიცირებული პროდუქტების დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა ელის დედამიწას, ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობა, ვიტამინების როლი ჩვენს ყოველდღიურობაში, გლობალური დათბობის გამომწვევი მიზეზები და პრობლემის გადაჭრის გზები და ფიზიკის კანონები ჩვენს პრაქტიკაში.
მოზარდებმა საკუთარი ხელით გაკეთებული ხელსაწყოები გამოფინეს და ქიმიაში სახალისო ცდები ჩაატარეს.
საუკეთესო თემების ავტორებს ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.