ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, 1 ივნისის უქმე დღედ გამოცხადების თაობაზე წარდგენილი ინიციატივა განიხილეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საქართველო ევროპის მასშტაბით ლიდრია უქმე დღეების რაოდენობით, ამიტომ დამატებითი დასვენების დღის დაწესების მიზეზს ვერ ხედავს.
„უქმე დღედ გამოცხადება კარგია, მაგრამ ინფორმაციისვის მინდა გითხრათ, რომ ევროპულ ქვეყნებს შორის ჩვენ გვაქვს უქმე დღეთა რაოდენობის პიკი, მაქსიმუმი-17 დღეა გამოცხადებული უქმედ. სხვა ქვეყნებში ამაზე ბევრად ნაკლებია. არ მგონია ახლა ჭარბი დასვენების დრო გვქონდეს ან რაიმეს იძლეოდეს ეს დასვენება“,- განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ.
მოსაზრებას ერთხმად დაეთანხმნენ კომიტეტის წევრები და კანონპროექტს უარი ეთქვა.
იხილეთ: 1 ივნისი დასვენების დღედ უნდა გამოცხადდეს - პარლამენტში კიდევ ერთი უქმე დღის დაწესებას განიხილავენ