სკოლაში დასაქმების მსურველთათვის  გამონაკლისი 2023 წლამდე იმოქმედებს
24-05-2022

მასწავლებლის საქმიანობის დაწყებისა და შეწყვეტის წესის მიხედვით, სკოლაში დასაქმების მსურვლელ პირებთან დაკავშირებით 2023 წლამდე არსებობს გამონაკლისი.

კერძოდ:  2023 წლის ბოლომდე, მასწავლებლად მუშაობის დაწყების უფლება აქვს აგრეთვე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც:

ა) მასწავლებლად მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში უნდა ჩააბაროს საგნის გამოცდა და გაიაროს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ან მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დისტანციური კურსი;

ბ) მასწავლებლად მუშაობის დაწყებამდე ჩააბარა საგნის გამოცდა და გაიარა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.            

აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირი სკოლაში საქმდება მასწავლებლად, როგორც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მქონე პირი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203