ტესტის ყველა ნაწილში შიდა ზღვარი უნდა გადალახოთ - გაფრთხილება მასწავლებელთა გამოცდებისთვის
24-05-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებელთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე გამსვლელ აპლიკანტებს აფრთხილებს რომ ტესტის წარმატებით ჩაბარებისთვის აუცილებელია, საერთო ქულასთან ერთად  აპლიკანტებმა შიდა ზღვარიც დაძლიონ. 

რომელ საგნებში უწევთ აპლიკანტებს შიდა ზღვარის გადალახვა? 

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები), ბუნებისმეტყველების (I-VI კლასები), ქართული ენისა და ლიტერატურის (I-VI კლასები), მათემატიკის (I-VI კლასები), უცხოური ენების (I-XII კლასები), ქართულის, როგორც მეორე ენის (I-XII კლასები) და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ტესტები რამდენიმე ნაწილისაგან შედგება, რომლებშიც აპლიკანტმა იმისათვის, რომ გამოცდა ჩაეთვალოს წარმატებით დაძლეულად, ზემოაღნიშნულ ბარიერთან (60%-ზე მეტი) ერთად უნდა გადალახოს ტესტის თითოეული ნაწილის ბარიერი ქვემოთ დადგენილი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ:

ქართული ენისა და ლიტერატურის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების (I-IV კლასები) მასწავლებელთათვის ტესტი შედგება ორი ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური უნარების ნაწილში - მასწავლებელმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის (აკადემიური უნარების ნაწილში მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა ან მეტი; ბუნებისმეტყველების   (დაწყებითი  საფეხური  I-VI),   ქართული   ენისა   და   ლიტერატურის  (დაწყებითი საფეხური  I-VI)  და  მათემატიკის  (დაწყებითი  საფეხური  I-VI)  ტესტი  შედგება  ორი  ნაწილისაგან, აქედან ერთ ნაწილში - აკადემიური  უნარების  ნაწილში - აპლიკანტმა  უნდა  დააგროვოს  მაქსიმალური  ქულის  (აკადემიური უნარების  ნაწილში   მაქსიმალური ქულა - 14) 40%-ზე მეტი, ანუ 6 ქულა და მეტი;
 
უცხოური ენების გამოცდა იყოფა ოთხ ნაწილად, აქედან 4 ნაწილში – ლაპარაკის, წერის, კითხვისა და მოსმენის ნაწილებში მასწავლებელმა უნდა გადალახოს მაქსიმალური ქულის მესამედი ან/და მეტი. კერძოდ, ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 – გამსვლელი 6 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 22 – გამსვლელი 8 ქულა და მეტი, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 16 - გამსვლელი 6 ქულა და მეტი, ხოლო კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 36 ქულით, ხოლო გამსვლელი ქულაა 12 და მეტი;
 
ქართული ენა არაქართულენოვანი სკოლებისათვის/სექტორებისათვის  (I-XII), იყოფა ხუთ ნაწილად. ტესტის თითოეული ნაწილისათვის განსაზღვრულია შიდა ზღვარი მაქსიმალური ქულის 40%-ზე მეტი, კერძოდ, მოსმენის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 9 - გამსვლელი 4 ქულა და მეტი, კითხვის ნაწილში მაქსიმალური ქულა განისაზღვრა 25 ქულით, ხოლო გამსვლელი 11 ქულა და მეტი, წერის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, პროფესიული ცოდნის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 20 - გამსვლელი 9 ქულა და მეტი, ხოლო ლაპარაკის ნაწილში მაქსიმალური ქულაა 11, აქედან გამსვლელი 5 ქულა და მეტი;
 
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების/კომპიუტერული ტექნოლოგიების ტესტი შედგება 2 ნაწილისაგან - პროფესიული ცოდნა (წერილობითი) და პრაქტიკული უნარ-ჩვევების (პრაქტიკული) ნაწილი. ტესტის თითოეულ ნაწილში აპლიკანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალური ქულის 40%, ანუ 14 ქულა და მეტი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203