ადგილები 125 სკოლაში ამოიწურა
24-05-2022
12 საათის მონაცემებით საჯარო სკოლებში 36500 პირველკლასელი დარეგისტრირდა. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ etaloni.ge-სთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ადგილები ამოწურულია 125 საჯარო სკოლაში. 

საყოველთაო რეგისტრაციის დაწყებამდე ადგილი შევსებული 3 საჯარო სკოლას ჰქონდა.

პირველკლასელთა საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 2022-2023 სასწავლო წლისათვის 24 მაისს - 09:00 საათიდან დაიწყო და 15 ივნისს 18:00 საათზე დასრულდება, ხოლო საბუთების წარდგენა 16 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდზე http://registration.emis.ge/
პირველ კლასში რეგისტრაცია შესაძლებელია იმ ბავშვებისათვის, რომელთაც 6 წელი 1-ელ ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
 
სკოლებში დარჩენილი თავისუფალი ადგილების ნახვა შესაძლებელია ვებგვერდზე:http://catalog.edu.ge/
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203