მიზანია მასწავლებელთა პროფესიონალიზმის გაზრდა - მასწავლებლის სახლი
24-05-2022

საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, კლუბში „ჩხირკედელა“, არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის პროგრამის დამხმარე მასწავლებლებთან, რომლებიც სკოლაში STEM კლუბების შექმნას ხელმძღვანელობენ, მეოთხე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა, პროგრამა TINKERCAD - ში შექმნილ, საკუთარ პროექტებზე იმუშავეს და STEM პროექტებში სხვადასხვა ტიპის სენსორების გამოყენება შეისწავლეს.

საბუნებისმეტყველო საგნების მხარდაჭერის პროექტი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში 2019 წლიდან მოქმედებს. პროგრამის ფარგლებში შექმნილია სამოდელო კლუბი „ჩხირკედელა“, რომლის მიზანია სკოლის ბაზაზე არაფორმალური განათლების საკლუბო ფორმის გაძლიერება და მისი საგაკვეთილო პროცესთან დაკავშირება. ასევე, მასწავლებელთა პროფესიონალიზმის გაზრდა STEM მიდგომებში და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების პროცესში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203