დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში წარმატებული პროექტი განხორციელდა
19-03-2018
დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში ამერიკის შეერთებული შტატების შესახებ ღონისძიება ჩატარდა. 

ღონისძიება ინგლისური ენის პედაგოგის ია ნიქაბაძის ინიციატივითა და ძალისხმევით გაიმართა. 
 
პროექტი ინტელექტუალური ხასიათის იყო და მონაწილეობას დაბა კაზრეთის №2 და №1 საჯარო სკოლების მოსწავლეების შერეული ჯგუფები იღებდნენ. 
 
გამარჯვება გუნდმა ,,NNNASSA"-მ მოიპოვა.  

„ღონისძიება გამოვიდა საინტერესო, სახალისო, ფერადი და ემოციებით დატვირთული. პროექტის წამყვანები გახლდნენ ჩვენი სკოლის „ფლექსელები“ იდა ასლანიშვილი, ანნა ბრჟეზოვსკაია და ელენი ბასილაშვილი. ვიდეოს საშუალებით მონაწილეებს მიესალმა ამჟამად ამერიკაში მყოფი ანნა ჩილინგარაშვილი“ - განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.  

დაბა კაზრეთის  №2 საჯარო სკოლა მადლობას უხდის პროექტის მონაწილეებს, ჟიურის წევრებსა და პედაგოგს წარმატებული პროექტისთვის.  

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203