26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ამ დღეს ოფიციალური უქმეა და შესაბამისად, საჯარო და კერძო დაწესებულებები ისვენებს. ბუნებრივია, უქმე ზოგადსაგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებებსაც ეხება. ასე რომ, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი 26 მაისს სრულად იქნება შეწყვეტილი.
იქიდან გამომდინარე, რომ 27 მაისი პარასკევია, საინტერესოა, ხომ არ იგეგმება სკოლებსა და ბაღებში ამ დღის უქმედ გამოცხადება? - როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, დამოუკიდებლობის დღისთვის, სკოლები და ბაღები მხოლოდ 1 დღით დაისვენებენ, 27 მაისს კი მოსწავლეები და აღსაზრდელები დაწესებულებებში დაბრუნდებიან.
იხილეთ ასევე:
სკოლას უფლება აქვს, დასვენების დღე ინდივიდუალურად გამოაცხადოს
რამდენი ოფიციალური დასვენების დღე გვაქვს საქართველოში