ნადუქნარის საჯარო სკოლის მასწავლებლები სოფლის დაცლისგან გადარჩენას ცდილობენ და მოსწავლეებისთვის განათლების მისაცემად ენერგიას არ ზოგავენ
22-03-2018
ნადუქნარის საჯარო სკოლა ერთერთია იმ სკოლებიდან, სადაც ერთეული მოსწავლე სწავლობს.

სკოლაში სულ 7 მოსწავლე დადის. სკოლის შენობა საკმაოდ დიდია და გაცილებით მეტ მოსწავლეს დაიტევდა, მაგრამ ილტოს ხეობის მოსახლეობისგან დაცლილ სოფელში ბავშვების სიმცირეა. 

მიუხედავად მოსწავლეების სიმწირისა, სკოლას ხარისხიანი სწავლებისთვის შესაბამისი რესურსი გააჩნია.    
 
ბიბლიოთეკასთან ერთად, მოსწავლეები აქტიურად იყენებენ კომპიუტერებს. სკოლაში არსებობს კომპიუტერებით აღჭურვილი სპეციალური ოთახი, სადაც ნებისმიერ მოსწავლეს ინფორმაციის მოძიება, კითხვა და დავალებების შესრულება შეუძლია.     
 
სკოლის დირექტორის ივანე თურქიაშვილის თქმით, სკოლა ორიენტირებულია ინდივიდუალურ სწავლებაზე, გათვალისწინებულია თითოეული ბავშვის ინტერესები, სურვილები და უნარები.  

„ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების, დამოუკიდებლობისა და პასუხისმგებლობის ჩამოყალიბება ის საკითხებია, რაზეც პედაგოგები მოსწავლეებთან სისტემატურად მუშაობენ“, - აცხადებს სკოლის დირექტორი.  

სკოლაში 5 მასწავლებელი ასწავლის. მასწავლებლები სოფლის დაცლისგან გადარჩენას საკუთარი შრომით ცდილობენ და მოსწავლეებისთვის საუკეთესო განათლების მისაცემად დროსა და ენერგიას არ ზოგავენ.  

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203