ინგლისური ენის მუნიციპალური კონკურსის პირველი ტური შუახევის სკოლების მოსწავლეებს შორის
19-03-2018

შუახევის რესურსცენტრის ორგანიზებითა და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, დაბა შუახევის საჯარო სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის მუნიციპალური საგნობრივი კონკურსის პირველი ტური. 


კონკურსი ჩატარდა 4 ასაკობრივ კატეგორიაში V-VI, VII-VIII, IX-X და XI-XII კლასის მოსწავლეებისათვის.

კონკურსის მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძე, მერის მოადგილე რუსუდან შავაძე და რესურსცენტრის უფროსი ედუარდ გოგრაჭაძე.

კონკურსში დარეგისტრირდა  შუახევის რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებული 37 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების  307  მოსწავლე, კონკურსში მონაწილეობა მიიღო 246 მოსწავლემ, მეორე ტურში გადავიდა 85 მოსწავლე კერძოდ:

1. V-VI კლასი - დარეგისტრირდა 54 მოსწავლე- კონკურსში მონაწილეობა მიიღო - 50 მოსწავლემ, მეორე ტურში გადავიდა  18  მოსწავლე;

2. VII-VIII კლასი - დარეგისტრირდა 102 მოსწავლე- კონკურსში მონაწილეობა მიიღო - 92 მოსწავლემ, მეორე ტურში გადავიდა   28 მოსწავლე;

3. IX-X კლასი - დარეგისტრირდა 91 მოსწავლე- კონკურსში მონაწილეობა მიიღო - 70  მოსწავლემ , მეორე ტურში გადავიდა  24  მოსწავლე;

4. XI-XII კლასი - დარეგისტრირდა 60 მოსწავლე- კონკურსში მონაწილეობა მიიღო - 34  მოსწავლემ, მეორე ტურში გადავიდა 15  მოსწავლე;

მეორე ტური გაიმართება 24 მარტს დაბა შუახევის საჯარო სკოლაში.

მეორე ტურში, ოთხივე კატეგორიაში I, II, III ადგილზე გასული მოსწავლეები დაჯილდოვდებიან სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით, კერძოდ, პირველი ადგილის მფლობელი მოსწავლეები დაახლოებით 100 ლარიანი, მეორეზე - 80 ლარიანი და მესამეზე - 60 ლარიანი  წიგნების ვაუჩერით. პირველი ადგილის მფლობელები ასევე დაჯილდოვდებიან - კონკურსში გამარჯვებული მოსწავლის საპატიო დიპლომებით. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203