სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხი განსხვავებულად დარეგულირდება
25-05-2022
პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით განიხილა და 77 ხმით, ერთხმად მიიღო „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება.


წარმოდგენილი ინიციატივით, ახლებურად რეგულირდება სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მობილობასთან დაკავშირებული საკითხები.


ცვლილების შედეგად განსხვავებულად დარეგულირდება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუდენტის მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხები.


ცვლილების მიხედვით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შენარჩუნდება კვალიფიციური პერსონალით დაგეგმარების უწყვეტობა, ასევე, მოხდება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი ხარჯვის ოპტიმიზაცია.

იხილეთ ასევე:

სტუდენტი სტატუსის შეწყვეტისთვის 1500 -დან 5000 ლარამდე  დაჯარიმდება  -  კანონპროექტი
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203