გიმნაზია „იბერიას“ მოსწავლე ლუკა მგელაძემ მორიგ წარმატებას მიაღწია
19-03-2018
ბათუმის მრავალდარგობრივი გიმნაზია „იბერიის“ მოსწავლემ კონტაქტურ კარატეში წარმატებით იასპარეზა. ლუკა მგელაძისთვის ეს კიდევ ერთი ჯილდოა, რომელიც მან სპორტის ამ სახეობაში მოიპოვა.
სკოლის წარმომადგენელის ცნობით, ლუკა უკვე მრავალი წელია კარატეთია დაკავებული და ამ საქმეს სერიოზულად ეკიდება. აღსანიშნავია ასევე მისი მწვრთნელის შრომა და თავდადება.
გიმნაზია „იბერია“ ულოცავს მას ასეთ წარმატებულ ასპარეზობას და უსურვებს შემდგომ წინსვლასა და განვითარებას.