აღმზრდელს უფლება არ აქვს, ბავშვს დააძალოს დაძინება და ჭამა
06-06-2022

ბაგა-ბღების მართვის სტრატეგიაში დეტალურადაა გაწერილი, რისი უფლება არ აქვს ბაღის თანამშრომელს აღსაზრდელებთან მიმართებით.

კერძოდ, „ბაგა-ბაღის თანამშრომელს არ აქვს უფლება: სიტყვიერად დაამციროს, შეურაცხყოფა მიაყენოს აღსაზრდელს ან მისი ოჯახის წევრს, დასაჯოს ან დაამციროს აღსაზრდელი უნებლიე შარდვის, ტანსაცმლის დასვრის ან სხვა მსგავს შემთხვევებში, დაემუქროს აღსაზრდელს ფიზიკური დასჯით, დაარტყას, შეაჯანჯღაროს, უხეშად შეეხოს, გამოიყენოს ჯოხი ან სხვა რაიმე მსგავსი საგანი, იხმაროს უხეში, სალანძღავი სიტყვები აღსაზრდელების მიმართ ან აღსაზრდელების თანდასწრებით, დაუყვიროს, შეაშინოს, დააძალოს დაძინება, დააძალოს ჭამა ან დალევა, დასაჯოს იმის გამო, რომ არ ჭამს, ან არ სვამს, აუკრძალოს აღსაზრდელს ჭამა-სმა დასჯის მიზნით“.

პედაგოგიური პერსონალი, რომელიც ბავშვთან მუშაობს, ორიენტირებული უნდა იყოს აღსაზრდელის ინდივიდუალურ საჭიროებებზე, რესურსებისა და ძლიერი მხარეების წახალისებაზე“, - აღნიშნულია დოკუმენტში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203