ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის გოგონების გუნდმა სპორტულ კონკურსში წარმატებით იასპარეზა
19-03-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლაში „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2018“ -ის რეგიონალური თამაშები გაიმართა. ერთმანეთს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების გუნდები დაუპირისპირდნენ.
გოგონათა შორის პირველობა მაგიდის ჩოგბურთში ხევსურთსოფლის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.
მოსწავლეები სიგელებით და მედლებით დაჯილდოვდნენ.
ხევსურთსოფლის საჯარო სკოლა ულოცავს მათ ამ გამარჯვებას და მომავალში წარმატებებს უსურვებს.