თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში დირექტორთა საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის, ჰასპ-ის (HACCP) სტანდარტების დანერგვის საკითხებსა და საზაფხულო ბაღების პროექტის დახურვის შესახებ იმსჯელეს.
„ამ პროექტში, ყოველწლიურად, მხოლოდ 40 ბაღია ჩართული და შესაბამისად, ბავშვთა რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია; ამასთანავე, გათვალისწინებული იქნა ის ფაქტი, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვები კვლავ ძალაშია, რის გამოც, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ წელს, ისევე, როგორც გასული ორი წლის მანძილზე, საზაფხულო ბაღების პროექტი არ განხორციელდება“, - აღნიშნულია გვარცელებულ ინფორმაციაში.