მე-12 კლასელებისთვის ნიშნის დაწერისას ეს ინსტრუქცია უნდა გაითვალისწინოთ - დეტალები პედაგოგებისთვის
მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო წელი 20 მაისს დასრულდა. ამ ეტაპზე ელექტრონულ ჟურნალში საბოლოო ნიშნები იწერება. რა უნდა გაითვალისწინონ პედაგოგებმა და რის შემდეგ ვეღარ შეძლებენ შეფასების კორექტირებას, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას გთავაზობთ:
მე-12 კლასის მოსწავლეების დონის დაძლევა სისტემა eSchool - ში უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დარწმუნდებით, რომ ელ. ჟურნალში მოსწავლეების შეფასებები სწორია, არ საჭიროებს კორექტირებას და შესაბამისი საგნის მასწავლებლების მიერ სემესტრული შეფასება დადასტურებულია.
შეგახსენებთ, სისტემა eSchool- ში მოსწავლისათვის დონის დაძლევის მონიშვნის შემდგომ, ელ. ჟურნალში შეფასებების კორექტირება ვეღარ განხორციელდება.
იმ შემთხვევაში თუ ზოგადი სისტემა eSchool - ში უკვე მოხდა მოსწავლეების დონის დაძლევა და ელ. ჟურნალში საჭიროა დამატებთი მონაცემების შეტანა, აღნიშნულის განხორციელება შესაძლებელია ელ. ჟურნალის მონაცემების გვერდიდან მოსწავლის ბარათში შეფასებების კორექტირებით.
შეფასებების დამატების დეტალური ინსტრუქცია