„დაზოგეთ ქაღალდი, დაზოგეთ ტყე“ - რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეების საინტერესო აქცია
20-03-2018

რცხმელურის საჯარო სკოლა ნიკო კეცხოველის სახელობის სასკოლო კონკურსის ფარგლებში დაწყებული მაკულატურის შეგროვების კამპანიას შეუერთდა. 

სკოლაში მაკულატურის შეგროვების პროცესი მთელი ზაფხულის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

მოსწავლეებმა ყუთები სკოლის ორივე სართულზე დადგეს და მთელ სკოლას მოუწოდეს აქციაში ჩართვისკენ. 

აქციას ხალისით შეუერთდნენ მასწავლებლებიც. 

მათ ეკოკლუბის წევრებს აქტიური დახმარება გაუწიეს და შეაგროვეს 1300 კილოგრამი მაკულატურა, რომელიც შემდეგ შესაბამისი რაოდენობის წიგნებში გადაცვალეს. 

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203