რცხმელურის საჯარო სკოლის ეკო-გუნდი გარემოსდაცვით ღონისძიებებს აქტიურად ახორციელებს
20-03-2018
რცხმელურის საჯარო სკოლის ეკო-გუნდმა „სოფლის მაშენებლები“ გამწვანების აქცია ჩაატარა. 

„აქცია სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩავატარეთ. ცოტა დაგვიგვიანდა ნერგების დარგვა, მაგრამ ამინდმა ძალიან შეგვიწყო ხელი. ფიჭვისა და ნაძვის ნერგები მეტყევემ ჩამოგვიტანა და საშუალება მოგვეცა სკოლის ეზო გაგველამაზებინა“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი.  

გამწვანების აქცია ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც სკოლა უკვე ორი წელია მონაწილეობს.  

მოსწავლეებმა წლის განმავლობაში სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს. 
 
სკოლის წარმომადგენლის ცნობით, ეკო-გუნდი რეგიონის მასშტაბით კონკურსის ფინალშია გადასული.  

რცხმელურის საჯარო სკოლა „სოფლის მაშენებელებს“ წარმატებებს უსურვებს.  

იხილეთ ფოტო 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203