თბილისის სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნას” მოსწავლეები ,,ინოვაციების ბანაკის” ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ,,ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველომ“ ეროვნულ ბანკთან და შავი ზღვის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, საქართველოს გლობალური ფულის კვირეულის ფარგლებში გამართა.
ღონისძიების ბოლოს ყველა მონაწილეს ,,ინოვაციების ბანაკში“ მონაწილეობისთვის 123 ქვეყანაში ცნობადი სერთიფიკატი გადაეცა.
„ინოვაციების ბანაკი“ ეს არის - იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც მოსწავლეები თავს იყრიან კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა.
იხილეთ ფოტოები