რა არის ბიუჯეტი? - ორლოვკის საჯარო სკოლის „სამოქალაქო განათლების“ კლუბის წევრებმა საინტერესო ღონისძიება გამართეს
27-05-2022
ნინოწმინიდს მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში მოსწავლის ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი. პედაგოგები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რომ მოსწავლეებს ხარისხიანი და სიღრმისეული განათლება მისცენ, ამიტომ მრავალფეროვან სასწავლო პროცესს და საინტერესო ღონისძიებებსა თუ აქტივობებს სთავაზობენ.

სკოლაში მორიგი საინტერესო საგანმანათლებლო ღონისძიება ფინანსურ განათლებას მიეძღვნა. 

„სამოქალაქო განათლების“ კლუბის წევრებმა, პედაგოგ ვ.სეირანიანის ხელმძღვანელობით, საინტერესო ღონისძიება გამართეს, რომლის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ფულის სწორად მართვის და ბიუჯეტის შედგენის სწავლება, გააზრება იმისა თუ  რა არის ბიუჯეტი? როგორ დავზოგოთ და ვმართოთ ის?  

ამ მიზნით, კლუბის წევრებმა მათ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე დასწრება ბილეთით განსაზღვრეს, რომლის ღირებულება 1 ლარი იყო. ბილეთებიდან მიღებული თანხის გამოყენებას მოსწავლეები საქველმოქმედო მიზნებისთვის აპირებენ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...