26 მაისს ქვეყნის მასშტაბით, ონლაინ სწავლებაზე გადასასვლელად რეგისტრაცია 308 მოსწავლის მშობელმა გაიარა. როგორც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში განგვიცხადეს,ონლაინ სწავლების გაუქმებისა და საკლასო ოთახში დაბრუნებაზე განაცხადი 593-მა მოსწავლემ გააუქმა.
შეგახსენებთ, რომ ყოველი
კვირის ხუთშაბათს,
00:00 საათიდან 18:00 საათამდე, საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლებს შესაძლებლობა ეძლევათ, დარეგისტრირდნენ ან გააუქმონ რეგისტრაცია ონლაინ სწავლებაზე, მისამართზე:
https://online.emis.ge