გაიცანით პატარა მხატვრები აწყურის საჯარო სკოლიდან
20-03-2018
აწყურის საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა გამოფენა მოაწყვეს. 

მოსწავლეებმა მასწავლებლის დამხარებით სვანეთის პეიზაჟები დახატეს. 
 
ხატვის დასრულების შემდეგ ფურცლები კედელზე გააკრეს და მცირე პრეზენტაცია მოუწყვეს დამსწრე საზოგადოებას. 

დამსწრეებმა პატარების ნამუშევარი დადებითად შეაფასეს. 

„პატარა მხატვრები ფერადი ფანქრების, ფლომასტერების და საღებავების დახმარებით შეეცადნენ სვანეთის ბუნების სილამაზე გადმოეცათ. ბავშვებს ძალიან მოეწონათ ხატვის და პრეზენტაციის პროცესი და მსგავს ღონისძიებებს კიდევ ჩავატარებთ,“ - აცხადებს სკოლის წარმომადგენელი. 


იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203