შილდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ძალადობის წინააღმდეგ იბრძვიან - იხილეთ ვიდეორგოლი
20-03-2018
შილდის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა რაიონული პროკურატურის მიერ გამოცხადებული კონკურსისათვის პროექტი - ,,ჩვენ უარს ვამბობთ იარაღზე" მოამზადეს.

სკოლის აღსაზრდელებმა პროექტი პედაგოგის ნათელა მეტრეველის ხელმძღვანელობით განახორციელეს.

მოზარდებმა ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში ვიდეორგოლი გადაიღეს.
 
ვიდეორგოლის სცენარის ავტორი არის მარიამ ჩიტაშვილი, რეჟისორი - ვასილი ბერიაშვილი, მსახიობი კი გურამი კორაშვილი. მოსწავლეებმა ფილმის მომზადებისას ინტერნეტ რესურსებიც გამოიყენეს.

,,ვეცადეთ ფსიქოლოგიური კუთხით წარმოგვეჩინა ადამიანი, პოტენციური  მკვლელი როგორ ინარჩუნებს ადამიანობას, როგორ ამბობს უარს იარაღზე თავისი ნებით, გაცნობიერებულად და არა სამართალდამცავების ძალისმიერი ზეწოლის შედეგად. ჩვენ გვსურს შევეხოთ უფრო მეტად ღირებულ საკითხებს ისეთს როგორიცაა ,,ადამიანობა“ ამ სიტყვის მთელი თავისი ფილოსოფიური მნიშვნელობით. ჩვენ ვცდილობთ დავანახოთ საზოგადოებას, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკუთარ თავში დამალულ გმირს არ მისცეს დანებების უფლება“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.  

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203