უდის N1 საჯარო სკოლის სამი აღსაზრდელი „ეტალონის“ მეორე ტურში გადავიდა
20-03-2018
იოკიმე ბალახაშვილის სახელობის უდის N1 საჯარო სკოლაში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ეტაპის შესარჩევი ტური ჩატარდა. ტესტირების დღესთან დაკავშირებით, სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ინტელექტ-ჩემპიონატში VIII-XI კლასის 22 მოსწავლე მონაწილეობდა.
პირველი ტურის ტესტირებისას 50-ქულიანი ბარიერი ათმა მოსწავლემ გადალახა. სკოლის სამი აღსაზრდელი „ეტალონის“ მეორე ტურში გადავიდა. მათგან ორი მოსწავლე სკოლაში ჩატარებული ტურის შედეგებიდან გამომდინარე ათეულში მოხვდა.
ერთმა მოსწავლემ ლანა მერაბიშვილმა მესამე ადგილი დაიკავა, ვაჟა აბულაძემ კი - მეოთხე ადგილი.
შვიდ მოსწავლეს „ეტალონმა“ წარმატების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადასცა. სკოლის დირექცია მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და მომავალში წინსვლას უსურვებს.
„დიდ მადლობას ვუხდით პროექტ „ეტალონს“ და მის დამფუძნებელს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. ეს პროექტი ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია ჩვენი სკოლის მოსწავლეებისათვის",- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.