საჯარო სკოლებში მოკვლევა იწყება - დეტალები
29-05-2022

აჭარის უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი, აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, თემატურ მოკვლევას იწყებს, - ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

„უმაღლესი საბჭოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი, აჭარის ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლების ბიბლიოთეკებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით, თემატურ მოკვლევას იწყებს“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ბაციკაძემ.

როგორც მან აღინიშნა, უმაღლესი საბჭოს დარგობრივი კომიტეტი ამ მიზნით, საწყის ეტაპზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გეგმავს. ამასთან, სპეციალურად მომზადებული კითხვარები რესურსცენტრებსა და საჯარო სკოლებს დაეგზავნება. შემოსული მასალების ანალიზის შემდგომ კი, მომზადდება დასკვნა, რომლის საფუძველზეც დაიგეგმება სათანადო ღონისძიებები და შემუშავდება რეკომენდაციები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203