პირველკლასელებისთვის სწავლა 27 მაისს დასრულდა. სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის კი სასწავლო წელი 15 ივნისამდე გრძელდება.
უნდა იარონ თუ არა სკოლაში I კლასის მასწავლებლებმა სასწავლო წლის ბოლომდე? სავალდებულოა თუ არა მათი სკოლაში გამოცხადება ყოველდღიურად? - აქტუალურ კითხვებზე განათლების სამინისტრო პასუხობს და როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მასწავლებლების შვებულება ჯერ არ დაწყებულა, ამიტომ, მათ სამსახურში სიარული კვლავ მოუწევთ:
„შვებულება ჯერ არ დაწყებულა მასწავლებლებისთვის და რის საფუძველზე არ უნდა იარონ სკოლაში? პირველი კლასის მასწავლებლებიც უნდა გამოცხადდნენ სკოლაში სასწავლი წლის ბოლომდე”.
სასწავლო წლის ბოლომდე კი პედაგოგებმა უნდა მოაწესრიგონ მოსწავლეთა პირადი საქმეები, შეიტანონ მასში ყველა საჭირო დოკუმენტი (თუ აკლია), გარდა ამისა, მცირე კომენტარებით უნდა შეაფასონ თითოეული მოსწავლე, თუ როგორ დაძლია სასწავლო პროგრამა.