ტბეთის საჯარო სკოლაში ერეკლე II-ის საგარეო პოლიტიკაზე იმსჯელეს
20-03-2018
ტბეთის საჯარო სკოლაში ისტორიაში პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა.

გაკვეთილს სკოლის პედაგოგი ინეზა ზოიძე ხელმძღვანელობდა. გაკვეთილის თემა იყო - ერეკლე II-ის ქართლ-კახეთი და ევროპა. 

მოსწავლეებმა კედლის გაზეთები გააკეთეს და პრეზენტაცია გამართეს.  

სკოლის აღსაზრდელებმა ერეკლე მეფის ოჯახზე, მის მეფებაზე, რეფორმებსა და რუსეთთან ურთიერთობაზე ისაუბრეს. სკოლის წარმამადგენლის თქმით, საინტერესო მოსასმენი იყო თემა - „ერეკლე მეორე ქართულ ლიტერატურასა და ზეპირსიტყვიერებაში“.  

„გაკვეთილი საინტერესო გამოვიდა. მოსწავლეებმა ცოდნა განიმტკიცეს და საგაკვეთილო პროცესით ისიამოვნეს“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.   

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203