კიდევ რამდენი დღე უნდა იაროთ სკოლაში და რისი უფლება გინარჩუნდებათ - დეტალები
30-05-2022

2021-2022 სასწავლო წელი დასასრულს უახლოვდება. სწავლა უკვე დაასრულეს მეთორმეტე და პირველი კლასების მოსწავლეებმა. ამჟამად სკოლებში სწავლას  მეორედან მეთერთმეტე კლასის მოსწავლეები აგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ სწავლა 15 ივნისს სრულდება და, რაც იმას ნიშნავს რომ სასწავლო წლის დასასრულებამდე სკოლაში კიდევ 12-ჯერ უნდა წახვიდეთ (მოსწავლეებო).

აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ სასწავლო წლის ბოლო კვირამდე შეგიძლიათ სწავლის ფორმატის ცვლილება და ონლაინდან დასწრებითზე, ან პირიქით დასწრებითიდან ონლაინ ფორმატზე გადასვლა. აღნიშნული ცვლილების შეტანა ხუთშაბათს შეგეძლებათ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203