ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უწერის სკოლას საჩუქრად წიგნები ჩაუტანა
31-10-2016

უწერის სკოლას ეკვილიბრიუმი და ჟურნალი ok ესტუმრა. 

როგორც სკოლის ქართული ლიტერატურისა და ენის მასწავლებელი ლელა კოტორაშვილი აღნიშნავს, სკოლის ჭიშკარი ფართოდ მარტო მაშინ იღება, როცა შეშა მოაქვთ. ამჟამად კი ეროვნული ბიბლიოთეკის მანქანისთვის გაიღო.

სკოლას ეროვნულმა ბიბლიოთეკამ თანამედროვე და კლასიკური ლიტერატურა, უამრავი ახალი წიგნი ჩაუტანა. 

"ისევ გადმოლახეს ნაქერალას უღელტეხილი წიგნებმა და ჩვენთან მოვიდნენ. ბავშვები მასწავლებლიანად ვიყავით აბრდღვიალებულები სიხარულისგან. სტუმრების წასვლის მერე, სათითაოდ მოვეფერეთ წიგნებს, ჩამოვწერეთ სათაურები და ავტორები და მერე ტკბილეულობა შევმუსრეთ, მორჩენილი გლინტვეინით ბევრი ასეთი ბჭრყვიალა დღე ვუსურვეთ ერთმანეთს და ერთად ყოფნის ბედნიერებით დავტკბით. გიორგი კეკელიძე წიგნიერების მნიშვნელობაზე გვესაუბრა და ბავშვები გასუსულები უსმენდნენ. უზარმაზარი მადლობა, თითოეულ თქვენგანს, ვინც ამხელა გზა გამოიარეთ და გაგვახარეთ. მადლობა, სოფლის მდუმარებაში სიხალისე და დადებითი განწყობები რომ დაგვიტოვეთ." - აღნიშნავს ლელა კოტორაშვილი. 

''ეს არის შემოდგომის სამშობლო'' - ეროვნულმა ბიბლიოთეკამ რაჭაში საჩუქრად წიგნები ჩაიტანა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203