ახაშნის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დირექციამ სიურპრიზი მოუწყო
20-03-2018
ახაშნის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ჩატარდა. თამაში სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით გაიმართა, რომელშიც VII-დან XI კლასის ჩათვლით მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
„ამ მოსწავლეებისგან შვიდი გუნდი ჩამოყალიბდა. თამაში სამ ეტაპად მიმდინარეობდა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება ჰპოვა“ - აცხადებენ სკოლის დირექციაში.
ინტელექტუალურ ჭიდილში გუნდმა „Over dose“ იმარჯვა (კაპიტანი: კესო სხირტლაძე).
გამარჯვებული გუნდი სკოლის დირექციამ ექსკურსიით დააჯილდოვა.