ვახტანგისის N2 საჯარო სკოლაში ხელოვნების კვირეული „მსოფლიოს შვიდი საოცრება - ძველი და ახალი“ მოეწყო.
პროექტს ხელოვნების მასწავლებელმა მაია მეცხვარიშვილმა უხელმძღვანელა.
პროექტში VII-VIII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
კვირეულის ფარგლებში სკოლაში ვიზუალური მასალა გამოიფინა: „ცნობილი ბაღები“ (ინგლისური, ფრანგული, იაპონური, ჩინური ), „ნინო ჩაკვეტაძის ნახატები“, „როკოკოს ხანა“, „მსოფლიოს შვიდი საოცრება“, „პატარა გოგონას აზრით შვიდი საოცრება“ და ასე შემდეგ.
პროექტმა სკოლაში დიდი მოწონება დაიმსახურა.
იხილეთ ფოტოები