ღორთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ სერთიფიკატებით, სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს
20-03-2018
ღორთუბნის საჯარო სკოლაში სკოლის მოსწავლეებს „ეტალონის“ სერთიფიკატები და სიგელები გადაეცათ. 

მოსწავლეებს სკოლის დირექციამ სიურპრიზი მოუწყო და მათ ფასიანი საჩუქრებიც გადასცა. 

დასაჩუქრდა მერვეკლასელი შორენა შავაძე, რომელმაც კონკურსში მეექვსე ადგილი აიღო. 

„ეს ნაბიჯი მათ მომავალში მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობასა და სწავლის მოტივაციას აუმაღლებს“ - აცხადებენ სკოლის ადმინისტრაციაში.  
 
ღორთუბნის სკოლა მცირეკონტიგენტიანია, რადგან სკოლას საკუთარი შენობა არ  გააჩნია (2015 წელს სკოლის შენობა ხანძრის შედეგად დაიწვა) და სწავლა ორ ცვლაში მიმდინარეობს. ამჟამად სკოლა დროებით სოფელ ზედუბანის ერთერთ შენობაშია განთავსებული.  
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203