ქსნის საჯარო სკოლაში კიდევ ერთი სამართლებრივი კულტურის გაკვეთილი ჩატარდა.
IX კლასის მოსწავლეებს ამჯერად სტუმარიც ეწვიათ.
მათ სამართალთან დაკავშირებული საკითხები სამართალდამცველ დავით წურწუმიასთან
ერთად განიხილეს.
„სამართალდამცველსა და მოსწავლეებს შორის პოზიტიური განწყობა ჩამოყალიბდა, ისინი დიდი ინტერესით ელოდებოდნენ სამართალდამცველის
მოსვლას“- განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა.
მოსწავლეები გაკვეთილზე ადმინისტრაციულ სამართალს და საპროცესო კანონმდებლობას გაეცნენ. იმუშავეს ჯგუფებში სიტუაციურ ამოცანებზე და დავით წურწუმიასგან ბევრი საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს.
იხილეთ ფოტოები