კერძო სკოლა „ცოდნის“ მოსწავლემ წარმატების შესახებ პირდაპირ ეთერში ისაუბრა
20-03-2018
თბილისის სკოლა-ლიცეუმ ,,ცოდნის" მოსწავლე, პროზა-პოეზიის პრემია ,,ივერიის“ ლაურეატი ნიკა გელოვანი ერთსულოვნების გადაცემა ,,განთიადს“ სტუმრობდა. მე-12 კლასის მოსწავლემ გადაცემის მიმდინარეობისას აღნიშნა, რომ კონკურერენცია დიდი იყო და გამარჯვებას არ ელოდა. ნიკა გელოვანმა ასევე დასძინა, რომ 13-14 წლიდან წერს.
გადაცემას ასევე სტუმრობდა პრემიის დამფუძნებელი ნუგზარ ჭიაბერაშვილი.
ნიკა გელოვანი პროზა-პოეზიის პრემიის ლაურეატი გახდა ნომინაციაში - ახალგაზრდა მწერალი.
ახალგაზრდა მწერალს დაჯილდოების ცერემონიალზე ილია მართლის ორდენი გადასცეს.
პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება.