ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მხატვრული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეები სწავლობენ
20-03-2018
ქვემო მახოს საჯარო სკოლაში მხატვრულ კითხვაში შიდა კონკურსი ჩატარდა. მოსწავლეებს კომპეტენტური ჟიურის წევრები აფასებდნენ, რომლებსაც შემუშავებული ჰქონდათ შესაბამისი კრიტერიუმები.
მოსწავლეებმა ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები წაიკითხეს.
სკოლის მასშტაბით გამოვლინდა გამარჯვებული, IV კლასის მოსწავლე ჰენრი ქოქოლაძე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ხელვაჩაურის რესურსცენტრის მიერ გამართულ კონკურსში.
მან შანდორ პეტეფის ლექსი „ვუძღვნი ჩემს მეუღლეს“ წაიკითხა და პირველი ადგილი დაიკავა. ჰენრი ქოქოლაძე სიგელით დააჯილდოვეს.
მახოს სკოლის ადმინისტრაცია ულოცავს ჰენრის ამ წარმატებას და სამომავლოდ უდიდეს წარმატებებს უსურვებს.