ჩაქვის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მე-19 საუკუნის ქართველი არისტოკრატების ცხოვრება გააცოცხლეს
21-03-2018
ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ ნიკოლოზ ბარათაშვილის 200 წლის იუბილეს პოეზიის საღამო  - „ალექსანდრე ჭავჭავაძის ლიტერატურული სალონი" მიუძღვნა.

პოეზიის საღამოს ორგანიზება კათედრის ხელმძღვანელმა თამარ კაპანაძემ ითავა. 
 
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ქართველი პოეტის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს, ჭავჭავაძეების სტუმართმოყვარე ოჯახის ცხოვრებიდან სცენები გააცოცხლეს, განასახიერეს ეკატერინე ჭავჭავაძე და ნიკოლოზ ბარათაშვილი და მე-19 საუკუნის ქართველი არისტოკრატიის ცხოვრება ასახეს.  

სკოლის წარმომადგენლის თქმით, თეატრალური წარმოდგენა საინტერესო და სასიამოვნო საყურებელი იყო, მოსწავლეებმა როლები ოსტატურად შეასრულეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203