ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებს სამშობლოს სიყვარულს და ქართული კულტურის პატივისცემას ასწავლიან.
4-5-წლიანთა ასაკობრივი ჯგუფის აღმზრდელ-მასწავლებელმა, ხატია გაბრავამ თემის - „საქართველო“ ფარგლებში, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, შთამბეჭდავი აქტივობები დაგეგმა.
პროექტის ფარგლებში, ბავშვებმა მეორადი მასალისგან სათამაშო რესურსები შექმნეს, დაამზადეს საქართველოს დროშა, გააფერადეს დანართები საქართველოს სხადასხვა კუთხის სამოსელის შესაბამისად.
პროექტის დასასრულს, აღმზრდელ-მასწავლებელმა ბავშვებს თამაში - „ვახტანგ მეფის ნადირობა” შესთავაზა. პატარებმა აღმზრდელ-მასწავლებელთან ერთად ნადირობის ეპიზოდი თამაშით გააცოცხლეს.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: