ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. აქ ბავშვებს ეროვნულ ფასეულობებს პატარაობიდანვე ასწავლიან.
ბაგა-ბაღის სასკოლო მზაობის აღმზრდელ-მასწავლებელმა, ლელა კვარაცხელიამ, ქართული კულტურისა და ღირებულებების გასაცნობად დაგეგმა შემეცნებითი და საინტერესო პროექტი - „საქართველო“.
პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ხელოვნების ცენტრში, ცომისგან გამოძერწეს დოქები, ფიალები, ყანწები, სხვადასხვა მასალისგან დაამზადეს საქართველოს დროშა, გერბი, ითამაშეს ტრადიციული თამაშები.
„პროექტმა ბავშვებს მისცა შესაძლებლობა, გაცნობოდნენ საკუთარ კულტურასა და ტრადიციას ისე, რომ პროცესი სახალისო ყოფილიყო“,- აღნიშნავენ ხობის N1 საბავშვო ბაგა-ბაღში.
იხილეთ ფოტო - ვიდეომასალა: