საჯარო სკოლასთან დაკავშირებით დაშვებული შეცდომის გამოსწორების საკითხი განიხილება
02-06-2022
განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო განაგრძობს საჯარო და კერძო სკოლებისთვის ავტორიზაციის მინიჭება/არმინიჭების საკითხების განხლვას. 

„ექე“-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მორიგი სხდომა 7 ივნისს გაიმართება. საბჭო ამ ეტაპზე სამი კერძო სკოლის ავტორიზაციის საკითხს და ერთ საჯარო სკოლასთან დაკავშირებით დაშვებული ტექნიკური შეცდომის გამოსწორების საკითხს განიხილავს.

  1. შპს  დამოუკიდებელ საერო გიმნაზია შავნაბადას ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
  2. შპს რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
  3. შპს ერუდიტის ავტორიზაციის საკითხის განხილვა;
  4. “სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხტის საჯარო სკოლის ავტორიზაციის შესახებ “ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 2022 წლის 18 მაისის N510316 გადაწყვეტილებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების საკითხის განხილვა.

ახალი კორონავირუსის ინფექციის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და უსაფრთხოებისათვის საბჭოს სხდომა ჩატარდება ონლაინ რეჟიმშიც, "Zoom"-ის პლატფორმის გამოყენებით.

წარმოგიდგენთ ბმულს:

https://us02web.zoom.us/j/87018600529

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203