ლექსები, რომლებიც 1-ლი ივნისისთვის ბავშვებმა უნდა იცოდნენ
31-05-2022

ხვალ 1-ლი ივნისია, ზაფხულის პირველი და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. Etaloni.ge გთავაზობთ 5 თემატურ ლექსს, რომელიც ბავშვებმა უნდა იცოდნენ:

***
დღეს ზაფხულის პირველი დღე, ხალისით აღებს კარებს,
პირველ ივნისს მოგილოცავთ, დედამიწის პატარებს.
შევავედრებ გამჩენს გულით, ცის უღრუბლო ნათებას,
თბილ ღიმილებს თქვენს სახეზე, ტკბილბავშვურად გართობას.
თქვენთვის ჯანსაღი გარემო, ძილშიაც კი გვადარდებს,
თქვენი ანცი შემართება და კისკისი გვახარებს.
წარმოსახვით ვეფერები, თქვენს კულულა დალალებს,
ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავთ, მთელ სამყაროს პატარებს.

                                                                                   ნაზი აბაშიძე

შეჯიბრი

ნოდარიკოს და მაიკოს
აქვთ კამათი და დავა.
ამ ზაფხულს დასასვენებლად
ვინ სად და როდის წავა.
მაიკომ უთხრა: - ბორჯომში
წავალ ივლისის ათში.
ნოდარმა უთხრა: - შენს ჯიბრზე
მე წავალ ლიმონათში.

                                        ნოდარ დუმბაძე

ზაფხული

წელიწადის ერთ-ერთი დრო
არის ცხელი ზაფხული,
მთა და ბარი ყვავილიბით
არის მიმოფანტული.

                               ინგა ქორდელი


ზაფხული

გია, აბა, მითხარი,
თუ გინახავს ზაფხული?
როგორ არა, გასულ წელს,
სოფელში მაქვს ნახული.

                            შოთა ამირანაშვილი

ზაფხული

რა კარგია ზაფხული
მზის სხივს ვასწრებ ადგომას,
არ მბეზრდება მთელი დღე
თამაში და გართობა.
იცი მე რა სწრაფი ვარ?
ვერ მეწევა ვერავინ,
ჩემი თუ არა გჯერათ,
შემეჯიბრეთ ყველანი.
როცა ბებოს ვაბრაზებ,
ხეზე სწრაფად ავდივარ,
და ისე ვემალები,
ვერ მპოულობს ადვილად,
თუმცა ძალზედ ცელქი ვარ,
არ გეგონოთ ზარმაცი,
გაგახარებთ სულ, ყველას,
ცოტას თუკი დამაცდით,
ისე უნდა ვისწავლო,
და ვიშრომო იმდენი,
ჩემით რომ იამაყოთ,
გქონდეთ ჩემი იმედი!

                               ნინო სტურუა

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203