თბილისის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლის ნახატი იაპონიაში მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსზე გაიგზავნა
21-03-2018
თბილისის მე-6 საჯარო სკოლის II კლასის მოსწავლე ანანო კემულარიამ TOYOTA Dream car art-ის კონკურსში გაიმარჯვა.

სკოლის აღსაზრდელმა საქართველოს მასშტაბით მე-2 ადგილი აიღო. 
 
ანანოს ნახატი იაპონიაში მსოფლიოს საერთაშორისო კონკურსზე გაიგზავნა. 
 
იაპონიაში ყველა ქვეყნიდან გამარჯვებული ნახატი იყრის თავს, ფინალში გასული სამეული კი იაპონიაში გაემგზავრება.  

ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსის Dream car art-ის ("ოცნების ავტომობილი") ორგანიზატორი არის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ავტომობილების მწარმოებელი კომპანია „ტოიოტა“.  
 
ბავშვების ნამუშევრებს საერთაშორისო ექსპერტთა ჟიური აფასებს, რომლის შემადგენლობაში არიან ხელოვნების სფეროს ცნობილი იაპონელი მოღვაწეები, სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და Toyota Motor Corporation-ის პრეზიდენტი აკიო ტოიოდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203